კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-2 ტურის მეორე სათამაშო დღემ სტარტი დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე აიღო, სადაც „გაგრამ“ გორის „დილას“ უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 0:0.
დაფიქსირებული ანგარიში ლოგიკურია, ვინაიდან გუნდებს დასამახსოვრებელი ბევრი არაფერი შეუქმნიათ. გიორგი ონიანის ხელმძღვანელობით გაგრელებმა მიმდინარე სეზონში მეორე საშინაო მატჩი ჩაატარეს და ქუთაისის „ტორპედოსთან“ 1:2 წაგების მერე, ჯერ ისევ გამარჯვების გარეშე არიან. „დილამ“, რომლის შემადგენლობაში არაერთი ახალი ფეხბურთელი წელს ჩემპიონატში პირველად ითამაშეს, რადგან სასტარტო შეხვედრა გორში ლიგის ახალწვეულ საგარეჯოს „გარეჯთან“ უამინდობის გამო არ ჩატარდა და 1 აპრილს შედგება.
გაგრა 0:0 დილა
ლაშა თაბაგარი
