გორის “დილას” შემადგენლობაში 18 წლის ბურკინა ფასოელი ნახევარმცველი აროუნა უატარა ითამაშებს.
კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალგაზრდა აფრიკელმა ფეხბურთელმა 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. უატარა საქართველოში ჩამოსვლამდე ბურკინა ფასოს “ვიტესში” გამოდიოდა. მან თავისი ქვეყნის 17-წლამდელთა ნაკრებში 5-ჯერ ითამაშა.
ლაშა თაბაგარი
