19-წლამდელები ისრაელს უგოლოდ დაშორდნენ

0
16

საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის ელიტ რაუნდისთვის მზადების ფარგლებში ებრაელ ტანატოლებთან მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარეს.
ლაშა ფირცხალაიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა „მიხეილ მესხი 2“-ზე გამართული პირველი სპარიმგი 2:1 მოიგო, ხოლო დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე გამართული დაპირისპირება უგოლოდ დასრულდა.
19-წლამდეlლთა ნაკრები 9 მარტიდან 25 მარტის ჩათვლიევროპის 2025 წლის ჩემპიონატის ელიტ რაუნდის მე-2 ჯგუფში პოლონეთს, სლოვაკეთს და მონტენეგროს დაუპირისპირდება. ჯგუფური ეტაპის მატჩებს საქართველო უმასპინძლებს.
მატჩის ოქმი – საქართველო 0:0 ისრაელი
19 მარტი | საქართველო – პოლონეთი | მესხი 2 | 19:00
22 მარტი | საქართველო – სლოვაკეთი | მესხი 2 | 19:00
25 მარტი | საქართველო – მონტენეგრო | მესხი 2 | 19:00

ლაშა თაბაგარი