საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ კაპიტანს და ამჟამად თბილისის მერ კახა კალაძეს, უკრაინის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საერთაშორისო სპორტის ოსტატის წოდება ჩამოართვა.
კალაძემ ეს წოდება 1998-2001 წლებში კიევის „დინამოში“ თამაშის პერიოდში მიიღო, რომლის მაისურით უკრაინის ჩემპიონატი და თასი 3-3-ჯერ მოიგო. კალაძემ კიეველთა რიგებში ყველა ტურნირში 104-ჯერ ითამაშა და 9 გოლი გაიტანა.
2001 წლის იანვარში „დინამომ“ ქართველი მცველი იტალიის „მილანში“ 16 მილიონ ევროდ გაყიდა. კალაძემ მილანელებთა ერთად იტალიის ჩემპიონატი ერთხელ, ჩემპიონთა ლიგა ორჯერ, ხოლო ევროპის სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი თითოჯერ მოიგო. მან 2001-2010 წლებში „როსონერის“ მაისურით 284-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 13-ჯერ აიღო.
კალაძე 2010-2012 წლებში „ჯენოაში“ გამოდიოდა, სადაც 56 თამაშში 2 გოლი მიითვალა.
ლაშა თაბაგარი
