კაპელო: „იამალი მესის დონეს ვერ მიაღწევს“

0
12

ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელის ფაბიო კაპელოს აზრით, ესპანეთის ეროვნული გუნდის და „ბარსელონას“ ნახევარმცველი ლამინ იამალი არგენტინლე ლიონელ მესის დონეს ვერ მიაღწევს.
„ეს ბიჭი დიდ წარმატებას აღწევს. „ბარსელონაში“ თამაშს როდესაც იწყებდა, ამბობდნენ, რომ ახალი მესია. თუმცა, ასე არაა და ამ დონეს ვერ მიაღწევს. ის ექსტრაორიდნალური, საუცხოო ტოპ-ფეხბურთელია, მაგრამ მესის გენია არ აქვს“ – იუწყება კაპელოს ნათქვამს Marca.
17 წლის იამალმა მიმდინარე სეზონში „ბარსელონას“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 35 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 15 საგოლე პასი გააკეთა,
ლაშა თაბაგარი