ვინისიუსი ჟუნიორი: „რეალთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებას მოუთმენლად ველოდები“

0
82

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა ვინისიუს ჟუნიორმა გავრცელებული ჭორი კლუბის შესაძლო დატოვების და კარიერის საუდის არაბეთში გაგრძელების შესახებ უარყო.
„ახლა ძალიან მშვიდად ვარ, რადგან „რეალთან“ კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე მაკავშირებს და მის გახანგრძლივებას მოუთმენლად ველოდები. „რეალი“ ჩემთვის საუკეთესო ადგილია. მე საუკეთესო ადამიანებთან ერთად ვთამაშობ. ძალიან ბედნიერი ვარ“ – იუწყება ესპანური მედია ბრაზილიის ეროვნული გუნდის ფეხბურთელის ნათქვამს.
24 წლის ვინისიუსი „რეალში“ 2018 წლიდან თამაშობს და ყველა ტურნირში ჩატარებულ 300 მატჩში 102 გოლი გაიტანა, ხოლო 76-ჯერ საგოლე პასი გააკეთა.
მან „რეალთან“ ერთად სამჯერ ესპანეთის ჩემპიონატი, ერთხელ ესპანეთის თასი, სამჯერ ესპანეთის სუპერთასი, ორჯერ ჩემპიონთა ლიგა, ორჯერ ევროპის სუპერთასი, ხოლო ერთხელ საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო.
ლაშა თაბაგარი