მამარდაშვილის „ვალენსიას“ უხვგოლიანი ფრე ოსასუნაში

0
10

„ვალენსიამ“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს ესპანეთის ლა ლიგის 26-ე ტურში სტუმრად „ოსასუნასთან“ უხვგოლიანი ფრე გამოაცხო – 3:3.
სტუმრები მე-14 წუთზე დიეგო ლოპესმა დააწინაურა, ხოლო 26-ე წუთზე აიმარ ოროსმა საპასუხო ბურთი გაიტანა. 32-ე წუთზე ვალენსიელებიდან თავი უმარ სადიქმა გამოიჩინა, რასაც 39-ე წუთზე აიმარ ოროსის დუბლი მოჰყვა.
45-ე წუთზე ანტე ბუდიმირმა „ოსასუნა“ წინ გაიყვანა, მაგრამ 87-ე წუთზე უმარ სადიქმა „ვალენსიას“ ქულა გადაურჩინა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ შეუცვლელად ითამაშა და თავისი გუნდის გადარჩენის შანსი არცერთი გოლის დროს ჰქონდა. „ვალენსია“ 24 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზეა.
სეგუნდა დივიზიონის 29-ე ტურში „ლევანტემ“ გასვლაზე „ელდენსეს“ 2:1 აჯობა. გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში გიორგი ქოჩორაშვილმა ითამაშა, რომელიც 82-ე წუთზე შეცვალეს. „ელდენსე“ 44-ე წუთზე წინ დიეგო კოლადომ გაიყვანა. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ წუთზე ანგარიში ბრუგუემ გაათანაბრა, ხოლო სამ წუთში კარლოს ესპიმ ვალენსიელებს სამი ქულა მოუტანა. „ლევანტე“ 50 ქულით 22 გუნდში მესამეა.
გიორგი წიტაიშვილის „გრანადა“ სტუმრად „კორდობასთან“ 0:5 განადგურდა. ჩვენი ეროვნული გუნდის გარემარბმა მოედანზე ორი ტაიმი გაატარა. „გრანადა“ 43 ქულით მერვეა.
ლაშა თაბაგარი