გაგნიძის სადებიუტო გოლი უკრაინაში

0
17

ნიკა გაგნიძემ, რომელიც კოვალიევკას „კოლოსში“ სადებიუტო სეზონს ატარებს, უკრაინის პრემიერლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა. მე-19 ტურში „კოლოსი“ სტუმრად „ვერესს“ შეხვდა და 1:2 დამარცხდა.
ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და 31-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მდგომს მიუვიდა ბურთი, რომელიც მარცხენა ფეხით „ცხრიანში“ გაგზავნა. მას მანამდე აქტივში ერთი საგოლე გადაცემა ჰქონდა. მასპინძლებში მოედანზე ორი ტაიმი შუახაზემ გიორგი კუციამ გაატარა, რომელმაც მე-10 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
„ვერესი“ 25 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა, ხოლო „კოლოსი“ 18 ქულით მეთორმეტეა.
საბერძნეთის სუპერლიგაში ლევან შენგელიას ოფი-მ ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო. ამჯერად, კრეტელებმა შინ აუტსაიდერ „ლამიას“ 3;0 აჯობეს, ხოლო საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა მოედანზე ორი ტაიმი დაჰყო. ოფი 36 ქულით 14-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეექვსეა.
ლაშა თაბაგარი