“დილამ” პორტუგალიის ნაკრების ექსფეხბურთელი დაიმატა

0
50
34 წლის პორტუგალიელი გამოცდილი ცენტრალური მცველი პედრო მენდეში ,,დილას” ფეხბურთელია. ფეხბურთელსა და კლუბს შორის ერთწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. პედრო მენდეშს შთამბეჭდავი კარიერა აქვს.
მან საფეხბურთო კარიერა ,,სპორტინგში” დაიწყო, რის შემდეგაც მადრიდის ,,რეალის” მე-2 გუნდში ჩაირიცხა. ამის შემდეგ მის კარიერაში იტალიის სერია A-ს 2 კლუბი ,,პარმა” და ,,სასუოლო” იყო, რის შემდეგ საფრანგეთის ლიგა 1-ს მიაშურა და ჯერ ,,რენის” შემდეგ კი ,,მონპელიეს” ღირსებას იცავდა.

მენდეში პორტუგალიის ყველა ასაკობრივ ნაკრებში რეგულარულად ასპარეზობდა, ეროვნულ გუნდში კი 1 მატჩი ჩაატარა.
საქართველოს 17 წლამდე ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი გიორგი კობახიძე ,,დილას” ფეხბურთელია. 16 წლის გიორგიმ საფეხბურთო კარიერა რუსეთში ,,სოჭის” აკადემიაში დაიწყო შემდეგ კი ,ცსკა-ს ასაკობრივ გუნდში გადავიდა. მოგვიანებით, მან რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა და საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში თამაში არჩია.
26 წლის მეკარე ლუკა სანიკიძე ,,დილას” ფეხბურთელია. კლუბსა და ფეხბურთელს შორის ერთწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. ლუკამ საფეხბურთო კარიერა თბილისის ,,იბერიაში” დაიწყო, რის შემდეგ ,თელავში” გადავიდა. ამის მერე, მის კარიერაში იყო ლატვიური ,,ლიეპაია”, ბოლოს კი საფეხბურთო კლუბი სართიჭალის ,,შტურმი”. ლუკა სხვადასხვა დროს გახლდათ საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრი.
18 წლის განელი ნახევარმცველი ემანუელ კოფი ბოანსი ,,დილას” ფეხბურთელია. ახალგაზრდა ფეხბურთელი გორულ კლუბს განის ჩემპიონატიდან შეუერთდა და ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ლაშა თაბაგარი