გიორგი გულიაშვილმა მიმდინარე სეზონში ბოსნიის ჩემპიონატში თავისი მე-13 გოლი გაიტანა და „სარაევოს“ მორიგი მატჩი მოაგებინა.
მე-20 ტურში სარაევოელებმა „შიროკი ბრეგი“ მიიღეს და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ექსფორვარდმა გუნდს შეუცვლელად უკაპიტნა. 53-ე წუთზე მასპინძლების კონტრშეტევის დროს მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეწრილმა თანაგუნდელმა პასი კარის წინ მდგომ გულიაშვილს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა.
23 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 13 გოლის გატანის გარდა, 4 საგოლე პასი გააკეთა. გარდა ამისა, მან ბოსნიის თასზე თავი 3-ჯერ გამოიჩინა.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფორვარდი ვასილიოს გორდეზიანი “სარაევოს” თადარიგში იყო, მაგრამ არ უთამაშია. სარაევოელები 42 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე არიან.
მოლდოვის თასის 1/8-ფინალში ტირასპოლის “შერიფმა” შინ ქვედალიგელი “ბარსა უნგრენი” 9:0 დაამარცხა. 55-ე წუთზე მასპინძლებიდან პენალტი ზუსტად ქართველმა ნახევარმცველმა ვლადიმერ მამუჩაშვილმა შეასრულა და ანგარიშში სხვაობა ხუთ ბურთამდე გაზარდა.
ლაშა თაბაგარი
