გრაცის „შტურმმა“, რომელშიც ოთარ კიტეიშვილი გამოდის, ავსტრიის ბუნდესლიგაში ბოლოს სამი მატჩიდან მეორე წააგო. მე-20 ტურში გრაცელები „ზალცბურგს“ დაუპირისპირდნენ, რომლის ჰეგემონია შარშან დაამხეს და მიუხედავად იმისა, რომ იგებდნენ, საბოლოოდ უქულოდ დარჩნენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და 53-ე წუთზე ყვითელი ბარათი აჩვენეს.
„შტურმი“ მე-10 წუთზე სტანკოვიჩმა დააწინაურა, ხოლო 72-ე წუთზე ანგარიში ვერტენსენმა გაათანაბრა. 84-ე წუთზე სტუმრების კარი ნენე აიღო, სამ წუთში კი თავი ონისივომ გამოიჩინა – 3:1.
წარუმატებლობის მიუხედავად „შტურმი“ 40 ქულით პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან ვენის „რაპიდს“ გატანილ-გაშვებული ბურთების უკეთესი სხვაობით სჯობს.
ლაშა თაბაგარი
