„ნირედჰაზამ“, რომელშიც ნიკა კვეკვესკირი გამოდის, უნგრეთის უმაღლეს დივიზიონში წაუგებელი მატჩების სერია ხუთამდე გაზარდა. 22-ე ტურში „ნიდერჰაზა“ გასვლაზე „ზალაეგერშეგის“ შეხვდა და გუნდები უგოლო ფრეზე გაიყარნენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტანი სასტარტოში ვერ მოხვდა და თამაშში 78-ე წუთზე ჩაერთო. ბოლო ხუთ შეხვედრაში მოპოვებული 2 გამარჯვების და 3 ფრის შემდეგ, „ნირედჰაზა“ 24 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა.
„უიპეშტი“ შინ მტკ-ს შეხვდა და 1:5 წააგო. გიორგი ბერიძე მასპინძლების სასტარტოში იყო და 75-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო დავით კობოურმა ორი ტაიმი თადარიგში გაატარა. მასპინძლების განაცხადში ტრავმირებული მცველი ილია ბერიაშვილი ვერ მოხვდა. მტკ 36 ქულით მეოთხეა, ხოლო „უიპეშტი“ 29 ქულით მეექვსეა.
შვეიცარიის ჩემპიონატის 26-ე ტურში “ბაზელმა” სახლში “სიონს” 2:0 აჯობა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი გაბრიელ სიგუა სასტარტოში არ იყო და მოედანზე 63-ე წუთზე შევიდა. “ბაზელი” 45 ქულით 12 გუნდს შორის ლიდერია.
ლაშა თაბაგარი




