კაშიამ სლოვაკეეთის ყველაზე პრინციპული დერბი წააგო

0
22

ბრატისლავას „სლოვანი“, რომლის ღირსებას გურამ კაშია იცავს, სლოვაკეთის მასშტაბით ყველაზე პრინციპულ დერბიში შინ ტრნავას „სპარტაკთან“ მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული გუნდის კაპიტანი მასპინძლების სასტარტო შემადგენლობაში იყო და 85-ე წუთზე შეცვალეს. სტუმრებიდან ერთადერთი გოლი ნიგერიელმა ნახევარმცველმა ფილიპ აზანგომ გაიტანა. „სლოვანს’ ბოლო სამი მატჩია არ მოუგია (2 ფრე და 1 მარცხი) – 49 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია.
„დუნაისკა სტრედამ“ თავის მოედანზე „რუჟომბეროკს“ 3:0 აჯობა. მასპინძლებში მარჯვენა მცველმა ცოტნე კაპანაძემ შეუცვლელად ითამაშა. „დუნაისკა სტრედა“ 32 ქულით მეოთხეა.
ლაშა თაბაგარი