„ატლანტა იუნაიტედმა“, რომელშიც საბა ლობჟანიძე გამოდის, მიმდინარე სეზონში პირველი თამაში წააგო. აღმოსავლეთ კონფერენციის მე-2 ტურში ატლანტელები „შარლოტს“ ესტუმრნენ და ორი უპასუხო ბურთი გაუშვეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 73-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძლებიდან ანგარიში 49-ე წუთზე პეპ ბიელმა გახსნა, ხოლო ხუთ წუთში თავი ვილფრიდ ზაჰამ გამოიჩინა.
კვიპროსის ჩემპიონატის 25-ე ტურში არადიპოუს „ომონიამ“ გასვლაზე „ნეა სალამინას“ 3:2 სძლია. ჩვენი ეროვნული გუნდის მეკარემ გამარჯვებულებში შეუცვლელად ითამაშა. „ომონია“ 23 ქულით 14 გუნდში მეთერთმეტეა.
ლიმასოლის „არისმა“ შინ აპოელს 3:0 აჯობა. მასპინძლების განაცხადში ეროვნული ნაკრების ფორვარდი გიორგი ქვილითაია არ იყო, ისევე როგორც სტუმრებში – მცველი ლაშა დვალი. „არისი“ 58 ქულით მეორეა, ხოლო აპოელი 40 ქულით – მეხუთეა.
ლაშა თაბაგარი




