„ლიონმა“ ზედიზედ მესამედ მოიგო – მიქაუტაძის სრული მატჩი

0
16

„ლიონმა“, რომლის ღირსებას გიორგი მიქაუტაძე იცავს, საფრანგეთის ლიგა 1-ში ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო. 24-ე ტურში ლიონელებმა „ბრესტი“ მიიღეს და მიუხედავად იმისა, რომ აგებდნენ, საბოლოოდ სამი ქულა აიღეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
მატჩის მე-14 წუთზე „ბრესტმა“ კუთხური ჩაწოდა და „ლიონის’ კაპიტანმა ალექსანდერ ლაკაზეტმა თავის საჯარიმოში ხელით მაჰდი კამარა დაიჭირა, რომელიც წაიქცა. მსაჯმა ეპიზოდი VAR-ზე გადაამოწმა და პენალტი დანიშნა, რომელიც კენი ლალამ გამოიყენა – 0:1.
24-ე წუთზე მასპინძლებმა საუცხოო კომბინაცია გაითამაშეს და შერკის გადაცემის მერე, ლაკაზეტმა კარიდან წინ გამოსულ ბიზოტს ბურთი თავს ზემოთ გადაუგდო – 1:1.
82-ე წუთზე ლაკაზეტმა დუბლი შეასრულა და როგორც შემდეგ გამოჩნდა, თავის გუნდს სამი ქულის აღება გაუნაღდა. მატჩის ბოლო წუთზე მასპინძლების მთავარი მწვრთნელი პაულუ ფონსეკა მსაჯი მსაჯის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის გააძევეს. „ლიონი“ 39 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა. მიქაუტაძის გუნდი 6 თებერვალს ევროპა ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩს სტუმრად ბუქარესტის “სტიაუასთან” ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი