სიგუას პირველი გოლი მიმდინარე სეზონში

0
16

გაბრიელ სიგუამ მიმდინარე სეზონში „ბაზელის“ შემადგენლობაში თავისი პირველი გოლი გაიტანა.
შვეიცარიის თასის 1/4-ფინალში „ბაზელი“ სტუმრად რანგით მეორე ლიგის „ეტუალს“ შეხვდა და 3:1 გაიმარჯვა. შევხედრის 50 წუთზე სტუმრებიდან პენალტი შაქირიმ ვერ გამოიყენა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი თამაშში 84-ე წუთზე ჩაერთო. იმავე წუთზე მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ, მისმა თანაგუნდელმა ბურთი კარგად ვერ დაამუშავა, ხოლო სიგუამ ერთი შეხებით მეტოქის კარი აიღო – 1:1. 85-ე წუთზე „ბაზელიდან“ თავი კევინმა გამოიჩინა, რომელმაც ორ წუთში დუბლი შეასრულა.
19 წლის სიგუას მძიმე ტრავმის გამო მიმდინარე სეზონში სამი თვე გაუცდა და ჩემპიონატში მხოლოდ 8-ჯერ ითამაშა, თასზე კი პირველად ითამაშა. ის „ბაზელში“ 2003 წლიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 27 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო, პლუს 1 საგოლე პასი მიითვალა.
ლაშა თაბაგარი