გიორგი ბერიძემ „უიპეშტში“ დაბრუნების შემდეგ თავისი პირველი გოლი გაიტანა და გუნდს უნგრეთის თასის 1/4-ფინალისკენ გზა გაუკვალა.
1/8-ფინალში „უიპეშტი“ სტუმრად რანგით მე-3 ლიგის ბინადარ „დოროდის“ დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
ბერიძე სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა და მე-20 წუთზე სტანდარტულის შესრულების შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში მყოფმა თავით ბურთი კარში გადაგზავნა – 0:1. ის 61-ე წუთზე შეცვალეს. „უიპეშტის“ თადარიგში ქართველი მცველი დავით კობოური იყო, რომელსაც არ უთამაშია.
ლაშა თაბაგარი
