პსჟ, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია გამოდის, საფრანგეთის თასის ნახევარფინალში ძალიან იოლად გავიდა. პარიზელები ქალაქ რენში მეოთხე დივიზიონში მოასპარეზე „ბრიოშენს“ დაუპირისპიდნენ და 7:0 დაამარცხეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 62-ე წუთზე შეცვალეს.
მე-16 წუთზე სტუმრები ნევეშმა დააწინაურა, ხოლო ოც წუთში თავი გონსალუ რამუშმა გამოიჩინა. 49-ე წუთზე კვარაცხელიამ „კედელი“ დეზირე დუესთან გაითამაშა და საჯარიმოში შესული წააქციეს, რის გამო, მსაჯმა პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანის დარტყმა კვარაცხელიას, დუესა და რამუშს სურდათ, მაგრამ გუნდის კაპიტანმა ჰაკიმიმ დარტყმა პორტუგალიელს მიანდო და რამუშმაც დუბლი გაიფორმა.
55-ე წუთზე დუემ საჯარიმოს გარედან გაიტანა, რასაც სამ წუთში რამუშის დუბლი მოჰყვა. 66-ე წუთზე მეტოქის კარი მალუმ აიღო, ხოლო 85-ე წუთზე წერტილი შესვლაზე შესულმა უსმან დემბელემ დასვა.
განვლილი მატჩი გამორჩეული იმითაც იყო, რომ პსჟ-მ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში 100 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი
