გიორგი არაბული კარიერას რუმინეთის უმაღლეს დივიზიონში გააგრძელებს. 32 წლის თავდამსხმელი „უნირიაში“ გადავიდა, რის შესახებ რუმინული მედია იუწყება.
არაბულმა გასული სეზონი სამხრეთ კორეის რანგით მეორე ლიგის „გიონგნამში“ გაატარა, სადაც 26 მატჩში 9 გოლი გაიტანა.
მანამდე, ის კარიერის განმავლობაში გორის „დილაში“, „ცხინვალში“, თბილისის „დინამოში“, „სამტრედიაში“, უნგრეთის „ბალმაზუივაროშში“ და „პუშკაშ აკადემიაში“, საბერძნეთის „პანიონიოსში“ და „ლამიაში“, ავსტრალიის „მაკარტურში“ და უზბეკეთის ფერგანის „ნეფთჩიში“ გამოდიოდა. არაბულს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 7-ჯერ უთამაშია.
ლაშა თაბაგარი





