„ემპოლიმ“, რომელშიც საბა გოგლიჩიძე გამოდის, იტალიის თასიდან „იუვენტუსის“ გამოთიშვით დიდი სენსაცია გამოაცხო.
ტურინში ჩატარებული 1/4-ფინალის მატჩის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. სტუმრები 24-ე წუთზე მალეჰმა დააწინაურა, ხოლო მასპინძლებიდან საპასუხო ბურთი 66-ე წუთზე ჰეფრენ ტურამმა გაიტანა.
საქართველოს ეროვნული გუნდის მცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და მოედანზე 46-ე წუთზე ტრავმირებული ისმაილის ნაცვლად შევიდა. მან 74-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
ძირითად დროში ანგარიში არ შეცვლილა და პენალტების სერიაში „ემპოლიმ“ 4:2 გაიმარჯვა. გოგლიჩიძეს თერთმეტმეტრიანი არ დაურტყამს. ტოსკანელები 1/2-ფინალში „ბოლონიას“ შეხვდებიან.
ცნობისთვის, „იუვენტუსმა“ 2019 წლის შემდეგ პირველად თასის 1/2-ფინალში ვერ გააღწია, ხოლო “ემპოლი” არსებობის ისტორიაში 1/2-ფინალში პირველად გავიდა.
ლაშა თაბაგარი




