საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩი კვიპროსის წინააღმდეგ გამართა.
ლარნაკაში, აეკის სტადიონზე ჩატარებული შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა. საქართველოს ნაკრების რიგებში გოლი ნათია დანელიამ გაიტანა.
ჯგუფის მეორე შეხვედრაში მალტამ ანდორას მინიმალური ანგარიშით სძლია.
ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, ორი ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს 3 ქულა აქვს. მომდევნო მატჩებს ჩვენი გუნდი 4 და 8 აპრილს მალტასთან, ჯერ საკუთარ მოედანზე, შემდეგ კი სტუმრად გამართავს.
კვიპროსი 2:1 საქართველო
