გულიაშვილმა „სარაევო“ თასზე მარცხს გადაარჩინა

0
13

გიორგი გულიაშვილმა „სარაევოს“ მაისურით მიმდინარე სეზონში ბოსნიაში კიდევ ერთი გოლი გაიტანა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა თავი ამჯერად თასზე გამოიჩინა.
1/2-ფინალის პირველ შეხვედრაში სარაევოელებამ ჩემპიონატის ლიდერ „ზრინსკის“ უმასპინძლეს და გულიაშვილის წყალობით არ დამარცხედნენ. ქართველმა ფორვარდმა გუნდს შეუცვლელად უკაპიტნა და 69-ე წუთზე, როდესავ მასპინძლები 0:1 აგებდნენ, თანაგუნდელთან გათამაშებული „კედლის“ შემდეგ, საჯარიმოში შესულმა ანგარიში გაათანაბრა – 1:1. მან ამ სეზონში თასზე მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო, ჩემპიონატში 12 გოლი მიითვალა, ხოლო კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე – 1.
ამ გუნდებს შორის საპასუხო თამაში 13 მარტს ჩატარდება.
ლაშა თაბაგარი