“სამგურალს” უკრაინელი მეკარე შეუერთდა

0
28
წყალტუბოს ,,სამგურალმა” 21 წლის უკრაინელი მეკარე როსტისლავ ბელოვი დაიმატა.
ბელოვი კარიერის საწყის ეტაპზე ,,დნიპროს”, ,,მიკოლაევისა” და ,,ზორიას” ახალგაზრდულ გუნდებში თამაშობდა. ასევე, იცავდა ,,მიკოლაევის” ძირითადი გუნდის ღირსებას.
შემდეგ ტანმაღალი მეკარე (197 სმ.) პოლონურ ,,კუზნიაში” გადავიდა. ბოლოს კი ლიტვურ ,,მინიაში” თამაშობდა.
როსტისლავ ბელოვმა ,,სამგურალთან” 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. უკრაინელი მეკარე გუნდთან ერთად თურქეთში, შეკრებაზეც იმყოფებოდა და საკონტროლო მატჩებშიც მონაწილეობდა.
გარდა ამისა, ამერიკული “ჩატანოგადან” “სამგურალში” ბრაზილიელი ნახევარმცველი ჯუდ არტური დაბრუნდა. ის წყალტობელთა რიგებში 2023 წელს გამოდიოდა და შემდეგ “ჩატანოგაში” გაყიდეს, სადაც ერთი წელი გაატარა.
ლაშა თაბაგარი