ლუის ენრიკე: „ლივერპულთან“ თანაბარი თამაში იქნება“

0
59

პსჟ-ს მთავარ  მწვრთნელ ლუის ენრიკეს მიაჩნია, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში მისი გუნდის შანსი „ლივერპულთან“ 50/50-ზეა.
„ასეთმ კენჭისყრამ გამახარა. ამ ორივე გუნდს თუ შეხედავ, ორივე ძალიან მაღალი დონისაა. საინტერესო და დაძაბულ ორთაბრძოლას ველოდები.
ჩვენი გუნდები შეტევის სურვილით ერთმანეთს ჰგავდნენ. ორი სრულებით განსხვავებული გუნდის ორმატჩიანი დაპირისპირებაა. ჩვენ განსხვავებულად ვუტევთ. „ლივერპული“ ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს. თანაბარი თამაში იქნება და შანსი 50/50-ზეა“ – იუწყება ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს ფრანგული მედია.
ცნობისთვის, პსჟ-ს ქართველმა ფორვარდმა ხვიჩა კვარაცხელიამ ყველა ტურნირში ჩატარებულ 8 მატჩში 2 გოილი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა
ლაშა თაბაგარი