„ნიდერჰაზა“, რომელშიც ნიკა კვეკვესკირი გამოდის უნგრეთის თასის 1/4-ფინალში გავიდა.
1/8-ფინალში „ნიდერჰაზამ“ „პუშკაშ აკადემია“ მიიღო და 1:0 აჯობა. მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი იოკიჩმა მე-13 წუთზე გაიტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტანი თადარიგში იყო და არ უთამაშია.
32 წლის კვეკვესკირი „ნიდერჰაზაში’ სადებიუტო სეზონს ატარებს და ჩემპიონატში გამართულ 10 თამაშში 1 გოლი გაიტანა, პლუს ამდენივე საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი





