საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა თბილისის „იბერიამ“ ნახევარმცველი გიორგი ქობულაძე დაიმატა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
28 წლის ნახევარმცველი გასულ წელს ყაზახეთის ყიზილორდას „კაისარში“ გამოდიოდა, რომლის რიგებში 13 მატჩი ჩაატარა.
ქობულაძემ კარიერა თბილისის „სასკოში“ დაიწყო და შემდეგ ოთხი სეზნო უკრაინის „ინგულეცში“ ირიცხებოდა. საქართველოს დაბრუნების შემდეგ, ის ჯერ „გაგრაში“ გამოდიოდა, ხოლო შემდეგ ქუთაისის „ტორპედოში“.
ცნობისთვის, ხვალ „იბერიას“ მთავარი მწვრთნელი ლევან კორღალიძე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პრესკონფერენციას ჩაატარებს, რომელიც 16:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი
