შენგელიამ საბერძნეთში ზედიზედ მეორედ მოიგო

0
6

ოფი, რომელშიც ლევან შენგელია გამოდის საბერძნეთის სუპერლიგაში ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო.
24-ე ტურში კრეტელები ათენში ადგილობრივ „კალითეას“ შეხვდნენ და 3:1 გაიმარჯვეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. ოფი 33 ქულით 14-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა.
„პანსერაიკოსი“, რომლის კარს ლუკა გუგეშაშვილი იცავს, გასვლაზე „ატრომიტოსთან“ 0:1 დამარცხდა. ჩვენი ეროვნული გუნდის მეკარემ შეუცვლელად ითამაშა. „პანსერაიკოსი“ 22 ქულით მეთერთმეტეა.
ირანის ჩემპიონატის მე-20 ტურში „პერსეპოლისი“ გასვლაზე „არაკს“ დაუპირისპირდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1. სტუმრებში საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა გიორგი გველესიანმა ორი ტაიმი ითამაშა. მოქმედი ჩემპიონი „პერსეპოლისი“ 38 ქულით 16 გუნდში მესამეა.
ლაშა თაბაგარი