საბა ლობჟანიძემ MLS-ში ახალი სეზონი საგოლე გადაცემით დაიწყო. პირველ ტურში „ატლანტა იუნაიტედმა“, სადაც საქართველოს ეროვნული გუნდის გარემარბი გამოდის, შინ „მონტერეის“ შეხვდა და 3:2 დაამარცხა.
42-ე წუთზე ლობჟანიძემ კუთხური ჩააწოდა და ლატე ლატმა თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. 47-ე წუთზე სალიბამ საპასუხო ბურთი გაიტანა. 63-ე წუთზე მასპინძლები ისევ ლატე ლატმა დაწინაურა, ხოლო 71-ე წუთზე ოვუსუმ თანაფარდობა კიდევ ერთხელ აღადგინა. 83-ე წუთზე ლობჟანიძე შეცვალეს და ორ წუთში მოედანზე მის ნაცვლად შესულმა მოსკერამ გამარჯვების გოლი გაიტანა.
გასულ სეზონში ლობჟანიძემ „ატლანტა იუნაიტედის“ მაისურით MLS-ში 35-ჯერ ითამაშა 10 გოლის გატანასთან ერთად, 6 საგოლე პასი გააკეთა. მან ლიგის თასზე 2 შეხვედრა ჩაატარა და თავი ერთხელ გამოიჩინა.
ლაშა თაბაგარი
