ქოჩორაშვილმა წაგებულ თასის ფინალს თადარიგიდან უყურა

0
1

გიორგი ქოჩორაშვილი ლასაბონის „სპორტინგის“ შემადგენლობაში პორტუგალიის თასის ფინალში წუთითაც არ ათამაშეს. ლისაბონელები რანგით მეორე ლიგაში მოასპარეზე „ტორენსეს“ დაუპირისპირდნენ და მიულოდნელად დამატებით დროში დამარცხდნენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი განაცხადში იყო, მაგრამ თავის გამოჩენის საშუალება არც ამჯერად მისცეს.
მატჩის მე-4 წუთზე „ტორენსე“ ზოჰიმ დააწინაურა, ხოლო 54-ე წუთზე კოლუმბიელმა ფორვარდმა ლუის სუარესმა ანგარიში გაათანაბრა. შეხვედრის ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა და დამატებითი დრო დაინიშნა. 109 წუთზე „სპორტინგს“ თავდამსხმელი არაუჟო გაუძევეს. 113-ე წუთზე „ტორენსედან“ პენალტი ზუსტად სტოპირამ გამოიყენა და არსებობის ისტორიაში პირველი ტიტული მოაგებინა.
ქოჩორაშვილმა „სპორტინგში“ ჩატარებულ სადებიუტო სეზონში პორტუგალიის ჩემპიონატში 18-ჯერ ითამაშა და ერთი საგოლე პასი გააკეთა. მან პორტუგალიის თასზე 3 შეხვედრა გამართა. გარდა ამისა, გიორგიმ ჩემპიონთა ლიგის ფაზაში 2 თამაში ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა. მან გასული წლის ზაფხულში „სპორტინგთან“ კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა.
ლაშა თაბაგარი