წიტაიშვილის მესამე გოლი ესპანეთში

0
16

გიორგი წიტაიშვილმა მიმდინარე სეზონში „გრანადას“ მაისურით ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში თავისი მე-3 გოლი გაიტანა.
26-ე ტურში გრანადელებმა „სარაგოსა“ მიიღე და მიუხედავად იმისა, რომ მატჩის მსვლელობის დროს 2:0 იგებდნენ, მხოლოდ ქულა აიღეს.
მასპინძლები 23-ე წუთზე რებაჰმა დააწინაურა. 35-ე წუთზე „გრანადა“ მოედანზე 10 ფეხბურთელი დარჩა, რადგან ხუსტო ვილარმა უხეშობისთვის პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო.
მეორე ტაიმის დაწყებიდან სამ წუთში ბოიე მარჯვენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში შევიდა და პასი საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბს გაუკეთა, რომლის დარტყმული ბურთი ჯერ მცველს შეეხო, ხოლო შემდეგ კარში აღმოჩნდა. წიტაიშვილი 78-ე წუთზე შეცვალეს და მის ანგარიშზე ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონში 3 გოლის გარდა, 2 საგოლე გადაცემაა.
ძირითადი დროსთვის მსაჯის მიერ დამატებულ მე-2 წუთზე „სარაგოსადან“ ერთი ბურთი ალბერტო მარიმ გაქვითა, რომელმაც 2 წუთში დუბლი შეასრულა – 2:2.
„გრანადა“ 43 ქულით 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი