„მილანის“ მთავარ მწვრთნელ სერჟიო კონსეისაუსთვის ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში ვერგასვლა სერიოზული დარტყმაა. მან ამის შესახებ როტერდამის „ფეინოორდთან“ შინ 1;1 დასრულებული მატჩის მერე განაცხადა. ნიდერლანდებში ჩატარებული თამაში „ფეინოორდმა“ 1:0 მოიგო და ტურნირში გამოსვლას განაგრძობს.
„ჩვენ იმედგაცრუებულნი და გაბრაზებულნი ვართ. როტედმაში კარგად ვერ ვითამაშეთ, მაგრამ საპასუხო შეხვედრაში გამარჯვებას ვგეგმავდით. მეორე გოლი თითქმის გავიტანეთ, მაგრამ საბოლოო შედეგი ჩვენი ბრალია.
ჩემთვის ეს სერიოზული დარტყმაა და ბევრი შეცდომა დავუშვი. ამ მარცხზე პასუხისმგებელი მე ვარ. ემოციურ დონეზე უფრო ძლიერები უნდა ვიყავით. გოლი კიდევ უნდა გაგვეტანა, მაგრამ შემდეგ თამაშის მსვლელობა შეიცვალა. უკეთესად თამაში გვინდოდა, რაც არ გამოგვივიდა“ – იუწყება პორტუგალიელი სპეციალისტის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.
ლაშა თაბაგარი
