„ფეინოორდი“, „ბაიერნი“, „ბრიუგე“ და „ბენფიკა“ 1/8-ფინალში არიან

0
16

იმ ოთხი გუნდის ვინაობა გაირკვა, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფიდან 1/8-ფინალში გავიდნენ.
როტერდამის „ფეინოორდმა“ პირველ მატჩში შინ „მილანი“ 1:0 დაამარცხა და მიუხედავად იმისა, რომ სტუმრად საპასუხო შეხვედრაში აგედბა, ანგარიში მაინც გაათანაბრა – 1:1 და შემდეგ ეტაპზეა.  „მილანმა“ თამაში 10 ფეხბურთელით დაასრულა, რადგან ორი ყვითელი ბარათის გამო ტეო ერნანდესი გააძევეს.
მიუნხენის „ბაიერნმა“ გასვლაზე გლაზგოს „სელტიკს“ 2:1 აჯობა, ხოლო საშინაო შეხვედრაში ყაიმს ბოლო წუთზე მიაღწია და ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში მეჩვიდმეტედ გავიდა. მიუნხენელებს ჩემპიონთა ლიგაში „ალიანს არენაზე“ ზედიზედ 21 თამაში არ წაუგიათ. ბოლოს 2021 წლის აპრილში პსჟ-სთან 2:3 დამარცხდა.
ბერგამოს „ატალანტამ“ ბელგიაში ადგილობრივ „ბრიუგესთან“ პირველი დაპირისპირება 1:2 წააგო, იტალიაში კი 1:3 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. „ბრიუგე“ პირველი ბელგიური გუნდი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ორმატჩიანი დუელი მოიგო. ბერგამოელთა ფორვარდი არუნა ლუკმანი პირველი ნიგერიელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში გოლი ზედიზედ ოთხ თამაშში გაიტანა.
„ბენფიკამ“ პირველ თამაშში საფრანგეთში „მონაკოს“ 1:0 სძლია, ლისაბონში ჩატარებული მატჩი კი 3:3 დასრულდა. პორტუგალიური გუნდი ბოლო 4 სეზონის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში მესამედ ითამაშებს.
ლაშა თაბაგარი