გასპერინი: „დამსახურებულად გავვარდით“

0
5

ჯან პიერო გასპერინის მიაჩნია, რომ „ატალანტა“ ჩემპიონთა ლიგიდან დამსახურებულად გავარდა. ბერგამოელთა მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში გასასვლელ პლეი-ოფში შინ „ბრიუგესთან“ 1:3 წაგების შემდეგ განაცხადა. იტალიელებო პირველი თამაშში ბელგიასთან 1:2 დამარცხდნენ და ტურნირს გამოეთიშნენ.
„ჩვენ დამსახურებულად გავარდით და „ბრიუგეს“ სათანადო პატივი უნდა მივაგოთ. ორი უცნაური შეხვედრა ჩავატარეთ. ჩემპიონთა ლიგა ეპიზოდების ტურნირია. სწრაფი გოლი გავუშვით და მეტოქემ არსებული სიტუაცია ბოლომდე გამოიყენა. შესვენებამდე დაფიქსირებული ანგარიში 0:3 უსამართლო იყო. პირიქით, ჩვენ 2:1 უნდა მოგვეგო.
ბევრი სხვადასხვა მოულოდნელი სიტუაცია იყო. 180 წუთის განმავლობაში ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. ვერგამოყენებულმა პენალტმა ჩვენი ენთუზიაზმი „მოკლა“. სპორტული თვალსაზრისით კარგად გამოვიყურებოდით და დინამიურად ვმოძრაობდით“ – ციტირებს გასპერინის უეფას ვებგვერდი.
ლაშა თაბაგარი