„მილანის“ თავდამსხმელი სანტიაგო ხიმენესი პირველია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ერთ გათამაშებაში გოლი ჯერ ერთი გუნდის მაისურით გაიტანა, ხოლო შემდეგ ყოფილი გუნდის კარი აიღო.
მექსიკელმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში „ფეინოორდის“ მაისურით ჩემპიონთა ლიგაში მეტოქეთა კარიუ 5-ჯერ აიღო, ხოლო იანვარში „მილანში“ გადავიდა და გუშინ თავი როტერდამელებთან 1:1 დასრულებულ შეხვედრაში გამოიჩინა. მან მილანელთა შემადგენლობაში ყველა ტურნირში ჩატარებულ 5 თამაშში 3 გოლი და 1 საგოლე პასი მიითვალა. შეგახსენებთ, რომ იტალიური გუნდი 1/8-ფინალში ვერ გავიდა, რადგან პირველი დაპირისპირება ნიდერლანდებში 0:1 წააგო.
ლაშა თაბაგარი
