„შანდუნ ტაიშანი“, რომელშიც ვაკო ყაზაიშვილი გამოდის აზიის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან მოკვეთეს.
დღეს, საერთო ეტაპის დასკვნით მე-8 ტურში ჩინური გუნდი სტუმრად სამხრეთ კორეის „ულსანს“ უნდა შეხვედროდა, სადაც გიორგი არაბიძე ირიცხება. თუმცა, „შანდუნის“ ხელმძღვანელებმა თამაშზე გასვლა იუარეს და ამის მიზეზად ფეხბურთელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაურესება დაასახელეს, რის გამო, განაცხადი ვერ შეავსეს.
არადა, „შანდუნს“ 10 ქულა ჰქონდა და აღმოსავლეთ კონფერენციის 1/8-ფინალში გასასვლელად უმოტივაციო „ულსანთან“ ფრეც ჰყოფნიდა.
ყაზაიშვილმა, რომელიც „შანდუნში“ შარშან ჩაირიცხა ჩემპიონთა ლიგის 7 მატჩში 4 გოლი გაიტანა. მან გასულ სეზონში ჩინეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 29 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 7-ჯერ აიღო და 6 საგოლე პასი მიითვალა. 32 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ჩინეთის თასზე 5-ჯერ ითამაშა თავის ანგარიშზე 2 გოლი ჩაიწერა.
ლაშა თაბაგარი





