„ჰაიდენჰაიმმა“, რომელშიც ბუდუ ზივზივაძე გამოდის, გერმანიის ბუნდესლიგაში ზედიზედ მე-5 მატჩი წააგო. 22-ე ტურში „ჰაიდენჰაიმი“ შინ „მაინცს“ შეხვდა და 2 უპასუხო გოლი გაუშვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. სტუმრებიდან ანგარიში 28-ე წუთზე ბურკარდტმა გახსნა, ხოლო 49-ე წუთზე თავი ვაიპერმა გამოიჩინა.
„ჰაიდენჰაიმს“ 14 ქულა აქვს და 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





