კრაიოვას „უნივერსიტატიამ“, რომელშიც ანზორ მექვაბიშვილი გამოდის, რუმინეთის უმაღლეს დივიზიონში ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო. 27-ე ტურში კრაიოველებმა „ოცელულს’ უმასპინძლეს, ხოლო საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა მოედანზე ორი ტაიმი გაატარა.
მასპინძლები 54-ე წუთზე ბაიარამმა დააწინაურა, ხოლო სტუმრებიდან საპასუხო ბურთი 72-ე წუთზე ბანიმ გაიტანა. „უნივერსიტატიადან“ 76-ე წუთზე თავი მადლონადომ გამოიჩინა და დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა. კრაიოველები 48 ქულით 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია.
ლაშა თაბაგარი





