კალანდაძის დებიუტი უნგრეთში შედგა

0
5

ალექსანდრე კალანდაძის დებიუტი უნგრეთის უმაღლეს დივიზიონში შედგა. მე-20 ტურში „ფეჰერვარი“, რომელსაც 23 წლის ქართველი მცველი მიმდინარე ზამთარში შეურთდა შინ სატურნირო ცხრილში უშუალო კონკურენტ „დიორ ეტოს“ შეხვდა და 0:1 წააგო. კალანდაძე სასტარტოში მოხვდა და 79-ე წუთზე შეცვალეს. სტუმრებმა გამარჯვების გოლი 72-ე წუთზე გაიტანეს. „ფეჰერვარი“ 24 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.
კალანდაძეს მოქმედი კონტრაქტი თბილისის „დინამოსთან“ აკავშირებს და „ფეჰერვარში“ ამ სეზონის ბოლომდეა განათხოვრებული. ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ, „ფეჰერვარს“ მისი გამოსყიდვის უფლება აქვს.
ლაშა თაბაგარი