კაკაბაძის „კრაკოვიას“ ხანგრძლივი მოუგებელი სერია

0
4

„კრაკოვიამ“, რომლის კაპიტანი ოთარ კაკაბაძეა პოლონეთის ექსტრაკლასაში ზედიზედ 7 მატჩი ვერ მოიგო. 21-ე ტურში კრაკოველებმა კიელცეს „კორონას“ უმასპინძლეს და ქულა შეხვედრის ბოლოს წუთებში გადაარჩინეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა. ანგარიში 32-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც მასპინძლების მცველმა გჰიტამ ავტოგოლი გაიტანა. 48-ე წუთზე სტუმრები მოედანზე 10 კაცით დარჩნენ, რადგან ორი ყვითელი ბარათის მიღების გამო, ნახევარმცველი შებონსკი გაუძევეს. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებული პირველ წუთზე კრაკოველებიდან მეტოქის კარი სოკოლოვსკიმ აიღო.
ზედიზედ ორი წაგებისა და ხუთი ფრის შემდეგ, „კრაკოვია“ 34 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი