გიორგი ბერიძე კარიერას უნგრეთის უმაღლეს დივიზიონში გააგრძელებს. 27 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი „უიპეშტთან“ გააფორმა, რის შესახებ ამ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
ბერიძე „უიპეშტში“ 2018-2019 და 2020-2022 წლებში გამოდიოდა. მან უნგრული გუნდის მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 96 მატჩში 33 გოლი გაიტანა და 20 საგოლე პასი გააკეთა. ის 2020-2021 წლების სეზონში უნგრეთის თასს დაეუფლა.
ბერიძემ ბოლო ოთხი სეზონი თურქეთში გაატარა, სადაც ჯერ „ანკარაგუჰუში“ გამოდიოდა, ხოლო შემდეგ – „ქოჯაელისფორში“. გარდა ამისა, იგი კარიერის განმავლობაში გორის „დილაში“, „ზესტაფონში“, სლოვაკეთის „ტრენჩინში“, ბელგიის „გენტში“ და „ლოკერენში“ ასაპრეზობდა.
ლაშა თაბაგარი
