გაგნიძე სეზონს „კრილია სოვეტოვში“ დაასრულებს

0
13

მოსკოვის „დინამო“ ლუკა გაგნიძეს მიმდინარე სეზონის ბოლომდე სამარას „კრილია სოვეტოვში“ გაანათხოვრებს, იუწყება რუსული მედია. გარიგება საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელის გამოსყიდვას არ ითვალისწინებს.
გაგნიძის თავის გუნდში ხილვა „კრილია სოვეტოვის“ ახალ მთავარ მწვრთნელ იგორ ოსინკინს სურა. ამასთანავე, ქართველის წასვლის შემდეგ, „დინამოს“ ლეგიონერებისთვის ადგილი გაუთავისუფლდება და „ლანუსიდან| შეძენილ ხუან კასერესს ათამაშებს.
გაგნიძე მოსკოვურ კლუბში 2021 წელს თბილისის „დინამოდან“ გადავიდა. მან მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში ჩატარებულ 11 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი