ქუთაისის „ტორპედომ“ ახალი მთავარი მწვრთნელის გერმანელი დირკ შუსტერის ხელმძღვანელობით ესპანურ შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი უკრაინის პრემიერლიგის ბინადარ „ჩერკასთან“ ჩაატარა, რომელიც 1:1 დასრულდა.
„ტორპედომ“ ასეთი სასტარტო შემადგენლობით ითამაშა: კლიაიჩი, სახო, პიმენტელი, ნადარაია, ვარლეი, გიგაური (კ), ბიძინაშვილი, პირესი, ღუდუშაური, კოხრეიძე, იონსენი.
უკრაინელებმა ანგარიში 32-ე წუთზე გახსნეს, ხოლო ბიორნ იონსენმა საპასუხო გოლი 54-ე წუთზე გაიტანა. შეგახსენებთ, რომ ნორვეგიელი გასულ სეზონში საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი და თავდამსხმელი გახდა.
„ჩერკასის“ სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა ქართველი ნახევარმცველი ლევან ნონიკაშვილი, რომელიც თადარიგში იმყოფებოდა.
ლაშა თაბაგარი
