გიორგი გაბედავა „გაგრაში“ დაბრუნდა, რის შესახებ კლუბის პრესაამსახური იუწყება. 35 წლის ფეხბურთელმა პროფესიონალური კარიერა სწორედ „გაგრაში“ დაიწყო, რომელთან ერთად 2011 წელს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თაის მოიგო. ის გასულ წელს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარ „რუსთავში“ გამოდიოდა.
გარდა ამისა, გაბედავა კარიერის განმავლობაში უკრაინის „მარიუპოლში“, ზუგდიუდის „ბაიაში“, ზუგდიდის „დინამოში“, საჩხერის „ჩიხურაში“, „სამტრედიაში“, ბათუმის „დინამოში“, პოლონეეთის „ზაგლებიეში“, თბილისის „იბერიაში“, თბილისის „დინამოში“ და ისრაელის „ჰაპოელ აკრეში“ გამოდიოდა. მან 2018 წელს „ჩიხურაში“ თამაშის დროს საქართველოს ჩემპიონატში 22 გოლი გაიტანა და ბომბარდირის წოდება ბუდუ ზივზივაძესთან გაიყო, რომელიც თბილისის „დინამოში“ ასპარეზობდა. გაბედავამ კარიერაში ეროვნული ლიგა 2-ჯერ მოიგო, ხოლო თასი და სუპერთასი სამ-სამჯერ.
მის გარდა, „გაგრამ“, რომელსაც გიორგი ონიანი სათავეში ოფიციალურად ჩაუდგა, კიდევ 5 ფეხბურთელი დაიმატა – ოთარ გაგნიძე, ვანდერსონ სილვა, იგორ პროგკოვი, რომან სტეფანოვ და მალა ჟინ მარიე.
ლაშა თაბაგარი
