ლაშა დვალმა, რომელი აპოელში გამოდის, კონფერენს ლიგის 1/8-ფინალში მოსახვედრის პლეი-აუტის პირველი მატჩი ნაადრევად დაასრულა. კვიპროსის მოქმედმა ჩემპიონმა სტუმრად სლოვენიის „ცელიესთან“ დაპირისპირება 2:2 დაამთავრა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 53-ე წუთზე პირველი ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო ოც წუთში მეორედ გააფრთხილეს და გააძევეს. მან პროფესიონალურ კარიერაში წითელი ბარათი პირველად მიიღო.
მასპინძლები მე-2 წუთზე კუჩნუსმა დააწინაურა, ხოლო აბაგნამ 33-ე წუთზე საპასუხო ბურთი გაიტანა. 59-ე წუთზე კუჩუსმა დუბლი მიითვალა. 70-ე წუთზე ლაიფისმა სლოვენიელების კარი აიღო და დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა.
ამ გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 20 თებერვალს კვიპროსში ჩატარდება.
ლაშა თაბაგარი





