ზივზივაძემ კონფერენს ლიგაში გოჩოლეიშვილს მოუგო

0
4

„ჰაიდენჰაიმმა“, რომელშიც ბუდუ ზივზივაძე გამოდის, კონფერენს ლიგის 1/8-ფინალში გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგა. პლეი-ოფში გერმანული გუნდი სტუმრად გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენს“ დაუპირისირდა და 2:1 დაამარცხა.
დანიის დედაქალაქში გამართულ მატში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებიდან სასტარტოში არცერთი იყო. – ზივზივაძე თამაშში 61-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო გოჩოლეიშვილი 78-ეზე.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა ლოპესმა პასი კარის წინ გახსნილ ლარსონს გაუკეთა, რომელმაც ანგარიში გახსნა.
59-ე წუთზე ჯარიმის შერულების დროს „ჰაიდენჰაიმის’ ფეხბურთელმა საჯარიმოში ჩაჰკიდა ბურთი, სადაც საჰაერო ორთაბრძოლა ჯერ ერთმა გერმანელმა მოიგო, ხოლო შემდეგ სიერსლეიბენმა თავით პასი კელერს გაუკეთა, რომელმაც ასევე თავით გაიტანა.
85-ე წუთზე სტუმრების კონტრშეტევის დროს, დანიელთა მცველმა თავის საჯარიმოში ცუდად მოიგერია ბურთი, რომელი სიერსლეიბენს მიუვიდა და ამ უკანასკნელმა გამარჯვების გოლი გაიტანა – 1:2.
ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა ჰაიდენჰაიმში 20 თებერვალს ჩატარდება.
ლაშა თაბაგარი