ანჩელოტი: „საუკეთესო მატჩი არ ჩაგვიტარებია“

0
5

კარლო ანჩელოტის არ მიაჩნია, რომ მადრიდის „რეალმა“ მისი მწვრთნელობის პერიოდში საუკეთესო მატჩი ჩაატარა. მან ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში მოსახვედრ პლეი-ოფში სტუმრად „მანჩესტერ სიტისთან“ 3:2 მოგებული პირველი შეხვედრის მერე განაცხადა, რომელსაც ესპანური გრანდი ორჯერ აგებდა.
„თავიდანვე ყველა ორთაბრძოლა ვერ მოვიგეთ, მაგრამ მცირე უპირატესობა მივიღეთ. თამაში ჩვენთვის კარგად დასრულდა, რაც უნდა გვიხაროდეს. ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით, მაგრამ პრობლემები „სიტიმაც“ შეგვიქმნა. ამ გამარჯვებამ თავდაჯერება შეგვმატა. ახლა საპასუხო შეხვედრისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ.
მე არ მიმაჩნია, რომ ჩემი მწვრთნელობის პერიოდში „რეალმა“ საუკეთესო მატჩი ჩაატარა. კარგი თამაში იყო და სწორედ ამას ველოდით. ზოგჯერ ბალანსი არ გვყოფნიდა, მაგრამ თავდადების ხარჯზე ოსტატობის დონე ყველასთვის შესამჩნევი იყო.
ჩვენ ამ გზით სიარული გვინდა, რის შესახებ დიდი ხანი ვსაუბრობდით. ახლა ნამდვილი სეზონი დაიწყო და მართლაც კარგი შედეგი გვაქვს. ოთხ ფეხბურთელს, რომლებიც დაცვაში გვყავდა, მანამდე ასე არ უთამაშიათ და ერთადაც კი არ უვარჯიშიათ. განსაკუთრებული სიტუაციის მიუხედავად, რაღაცის გაკეთება მაინც მოვახერხეთ“ – იუწყება ესპანური მედია იტალიელი სპეციალისტის ნათქვამს.
„რეალი“ „სიტის“ მადრიდში 19 თებერვალს უმასპინძლებს და წყვილში გაამრჯვებული 1/8-ფინალში გავა.
ლაშა თაბაგარი