„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში მოსახვედრის პლეი-ოფის პირველ მატჩში შინ მადრიდის „რეალთან“ 2:3 მარცხზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.
„ფეხბურთელები გადაწყვეტილებას კონკრეტულ მომენტში იღებენ – ეს ზოგჯერ მუშაობს, ზოგჯერ – არა. ამ სიტუაციასთან გასამკლავებლად თავშეკავება არ გვეყო. ეს უკვე ძალიან ბევრჯერ მოხდა. უნდა გავაანალიზოთ, რომ მომავალში მსგავსი რამ არ მოხდეს. გამბედავები უნდა ვიყოთ და მომავალი მატჩებისთვის მოვემზადოთ.
გოლის გატანის რამდენიმე შანსი გვქოონდა და ბურთს ცუდად არ ვათამაშებდით. საჭირო მომენტში სიტუაცია ვერ გარდავტეხეთ. მატჩის გადამწყვეტი წუთებისთვის კარგი შედეგით მივედით, რომელიც ვერ შევინარჩუნეთ.
„მანჩესტერ სიტიში“ ბევრი წელია ვარ და დიადი გუნდის წევრი ვიყავი, დაუჯერებელი მანქანის, მაგრამ ახლა გუნდს ვერ ვაძლევ იმას, რის საშუალებით ამ სიტუაციას გაუმკლავდებოდა. ეს სიმართლეა.
დამნაშავე ყველა ვართ. იმ ფაქტს ვიღებ, რომ რაღაც ადრინდელის მსგავსად არ მუშაობს. ერთი ფეხბურთელის დადანაშაულება ადვილი იქნებოდა, რაც არასწორია. პირველ ყოვლისა დამნაშავე მე ვარ. სიმართლე ისაა, რომ სტაბილურები არ ვართ“ – ციტირებს ინგლისური მედია ესპანელ სპეციალისტს.
„სიტი“ საპასუხო შეხვედრას მადრიდში 19 თებერვალს ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი





