ხავი: „გერმანიის ნაკრებზე ძლიერები ვიყავით“

0
2

ნიდერლანდების ახალი მთავარი მწვრთნელის ხავის აზრით, ერთა ლიგის A ლიგის სტარტზე მე-2 ჯგუფში შინ გერმანელებთან 1:1 დასრულებულ შეხვედრაში, „ნარინჯისფრები“ უფრო მეტს იმსახურებდნენ.
„კმაყოფილი ვარ, რადგან ძალიან კარგად ვითამაშეთ. გულწრფელად გეტყვით, რომ გერმანიის ნაკრებზე ძლიერები ვიყავით და გამარჯვებას ვიმსახურებდით. განსაკუთრებით კარგად მეორე ტაიმი ჩავატარეთ. მიხარია, რომ ჩვენი ფეხბურთი ვაჩვენეთ“ – განაცხადა ესპანეთის ეროვნული გუნდისა და „ბარსელონას“ ლეგენდამ, რომელსაც ნიდერლანდელთა მთავარი მწვრთნელის რანგში დებიუტი ჰქონდა.
განვლილი თამაშის 32-ე წუთზე ანგარიში გერმანელმა ნმეჩამ გაათანაბრა, ხოლო გაკპომ საპასუხო ბურთი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე გაიტანა.
ლაშა თაბაგარი