გერმანიის ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპს ერთა ლიგის A ლიგის სტარტზე მე-2 ჯგუფში სტუმრად ნიდერლანდებთან მატჩის ფრედ (1:1) დასრულება ნორმალურ შედეგად მიაჩნია.
„ბოლო ორწელიწადნახევრის განმავლობაში ფეხბურთში გარკვევას გადავეჩვიე. მე ვხედავდი მოედანზე რა ხდებოდა. ფრე ნორმალური შედეგია. მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა საუცხოოდ ითამაშა. ჩვენ უფრო მეტის გატანა შეგვეძლო, რაც ვერ მოვახერხეთ, ხოლო კოდი გაკპოს საპასუხო გოლი უბრალოდ ბრწყინვალე იყო“ – განაცხადა კლოპმა, რომელმაც გერმანიის ნაკრების თავკაცის რანგში სადებიუტო მატჩი ჩაატარა. სახელოვან გერმანელ სპეციალისტს მანამდე სანაკრებო დონეზე არასოდეს უმუშავია.
განვლილი თამაშის 32-ე წუთზე ანგარიში გერმანელმა ნმეჩამ გაათანაბრა, ხოლო გაკპომ საპასუხო ბურთი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე გაიტანა.
ლაშა თაბაგარი





