კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაში პსჟ-ს განაცხადშია

0
8

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაში პსჟ-ს დაეხმარება. პარიზული კლუბის პრესსამსახურმა იმ ფეხბურთელების განაცხადი წარადგინა, რომლებიც 1/8-ფინალში მოსახვედრ პლეი-ოფში „ბრესტთან“  სტუმრად გასამართი მატჩისთვის მოემზადებიან და მათ შორის ქართველი ლეგიონერიცაა. კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპზე ფრანგულ გუნდში 2 შეხვედრა გამოტოვა, რადგან „ნაპოლიდან“ ტრანსფერის შემდეგ, ამ ტურნირზე თამაშის უფლება არ ჰქონდა.
პსჟ  გასვლაზე „ბრესტს“ 11 თებერვალს დაუპირისპირდება, ხოლო 19 თებერვალს „პარკ დე პრენსზე“ უმასპინძლებს.
ცნობისთვის, კვარაცხელიამ პსჟ-ში გადასვლის შემდეგ, საფრანგეთის ლიგა 1-ში 3-ჯერ ითამაშა და 1 გოლის გატანის გარდა, ამდენივე საგოლე პასი გააკეთა. მან ერთი შეხვედრა საფრანგეთის თასზე ჩაატარა.

ლაშა თაბაგარი